გუგა ქაშიბაძე - დამწვრობის ცენტრი ტყიბულის შახტში დაშავებულების მისაღებად მზადაა

დამწვრობის ცენტრი პაციენტების მისაღებად მზადაა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებულებზე საუბრისას განცხადა.

"სამი პაციენტი გზაშია. მათ სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დამწვრობები აღენიშნებათ, ამას ემატება სასუნთქი გზების და სხვადასხვა დაზიანებები. მათი მდგომარეობა დიაგნოზის მიხედვით საკმაოდ სერიოზულია. დამწვრობის ცენტრი პაციენტების მისაღებად თავიდან ბოლომდე მზადაა", - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. აქედან სამი დაშავებული თბილისში გადმოჰყავთ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს