GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს ლექტორებსა და სტუდენტებს დღეს უმასპინძლებს.

როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში აცხადებენ, „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ ღონისძიების მიზანია გააერთიანოს უნივერსიტეტის გულშემატკივრები საერთო საქმისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სტუდენტებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას.

„პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძების მონაწილეებმა „ჯიპას“ სივრცეს უნდა შემატონ ერთი ისეთი ნივთი, რომელიც მათ უნივერსიტეტთან აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძებით საფუძველი ჩაეყრება ტრადიციას, რომლის მიხედვითაც GIPA-ს კურსდამთავრებულები ყოველწლიურად შემატებენ რაიმე საჭირო ინვენტარს ან ნივთს უნივერსიტეტის კედლებს და ამით დატოვებენ საკუთარ კვალს GIPA-ში. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჯიპას ახალი კუთხე პირველ სართულზე არსებულ სივრცეში, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ ფოტო-კუთხეში, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და გაატარონ სასიამოვნო დრო. ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტის ლექტორები, ყოფილი და აქტიური სტუდენტები“, - აცხადებენ GIPA-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა