დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ მინისტრის მხრიდან პრემიერის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა, არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოწინავე ადგილი უკავია.

ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველოს მთავრობის მიდგომები გაეცნო და ესაუბრა ყველა იმ პრინციპზე, მათ შორის მცირე მთავრობის კონცეფციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში დამტკიცდა.

„ყველა ამ პრინციპმა და საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კიდევ უფრო ინტენსიური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება მათი შეუქცევადი მხარდაჭერა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს