პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე არასრულწლოვანს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

"ბრალდების მხარემ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ასევე სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ბრალდებული იმხილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე დ.ღ.-ს ედავება იმაში, რომ გამოძიების ეტაპზე, მან განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ, ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში ეს ინფორმაცია აბსულუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება. მან ასევე განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ ის არ შეხვედრია საერთოდ ზაზა სარალიძეს, გამოძიებით კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო დასტურდება. დ.ღ. შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს ინციდენტთან დაკავშირებით", - განმარტა თორნიკე ნადირაძემ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენების მიცემის მოტივს, პროკურორის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე არასრულწლოვანს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

"ბრალდების მხარემ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ასევე სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ბრალდებული იმხილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე დ.ღ.-ს ედავება იმაში, რომ გამოძიების ეტაპზე, მან განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ, ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში ეს ინფორმაცია აბსულუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება. მან ასევე განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ ის არ შეხვედრია საერთოდ ზაზა სარალიძეს, გამოძიებით კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო დასტურდება. დ.ღ. შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს ინციდენტთან დაკავშირებით", - განმარტა თორნიკე ნადირაძემ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენების მიცემის მოტივს, პროკურორის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია