ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი შეწყდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი შეწყდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იღებდა ვალდებულებას 26 მილიონ ლარად 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური საავადმყოფო აეშენებინა. შემოთავაზებული ფასი ეყრდნობოდა კომპანიის გათვლებს და არა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რადგანაც სატენდერო პირობებით კომპანიას თავად უნდა შეექმნა საავადმყოფოს საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა საავადმყოფო.

„ვინაიდან საპროექტო დავალება იყო ზოგადი ხასიათის, დეტალურად არ განსაზღვრავდა საავადმყოფოს ტექნიკურ პარამეტრებს და მახასიათებლებს, ხოლო ერთდროულად პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაში დამკვეთს შეზღუდული აქვს საპროექტო დოკუმენტაციის და ტექნიკური მაჩვენებლების განსაზღვრის და მათი ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალმა მენეჯმენტმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში რთული იქნებოდა სასურველი ხარისხის და პარამეტრების საავადმყოფოს მიღება.

ინფექციური საავადმყოფოს სპეფიციკის, მარეგლამენტირებელი მოთხოვნების და მთლიანობაში პროექტის სირთულის გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირებული დიზაინის მისაღებად, ფონდს მიზანშეწონილად მიაჩნია ტენდერი გაიყოს და კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, მას შემდეგ რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით უკვე მშენებლობის ტენდერს გამოაცხადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა