მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა.

მდინარაძის თქმით, მისი ეს პოზიცია გუშინდელი გამოკითხვით დადასტურდა.

"მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა. ეს გუშინდელ გამოკითხვაზე დადასტურდა. მე პირადად უფრო მაინტერესებს, ხომ არ იყო ამ ადამიანის როლი ისეთი, როგორზეც ეჭვები გამოითქმებოდა კომისიის შექმნის მომენტში. ის არ უნდა იყოს მიზანი, რომ მისი ქმედების გარკვეული უტრირებული, გადაზედმეტებული დაკვალიფიცირება მოხდეს და დანაშაულად შეირაცხოს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა რაიმე ქმედება, რაზეც ეჭვები იყო, დაკვალიფიცირდეს ის გაცილებით ხისტად, ეს არ უნდა იყოს ინტერესი", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე ხნის წინ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ორი რეკომენდაციით გამოვიდა, ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს