ირაკლი აბესაძე ხორავას ქუჩის საქმეზე - ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია

ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია, რაზეც შსს-გან ველით უმოკლეს ვადებში რეაგირებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. კომისიის წევრების ინფორმაციით, საქმის შესწავლისა და არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილია კონკრეტული ვერსია, რომლის გადამოწმებაც შსს-მ უმოკლედ დროში უნდა განახორციელოს. აბესაძე არ აკონკრეტებს, ვინ ფიგურირებს აღნიშნულ ვერსიაში და რა მტკიცებულებებია გამოკვეთილი ამ მხრივ.

„კომისიის მუშაობისას, მასალების შესწავლისას ნათლად დავინახეთ, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, მთელი რიგი მოწმეების დაუკითხაობა თავის დროზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ეს ნიშნავდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა გადამოწმებული ყველა ვერსია მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია, რაზეც შსს-გან, რომელმაც თვეები დაკარგა იმისათვის, რომ ეს ვერსია უკვე გადამოწმებული და დადასტურებული ან უარყოფილი ჰქონოდა, ველით რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმოს ეს ვერსია, გადაამოწმოს ეს ფაქტები და გარემოებები და საზოგადოებას აცნობოს შედეგების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულ ფიგურანტებს, ან ვის მიმართ და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ახალ გარემოებებზე, ამაზე საუბრისგან დღეს რა თქმა უნდა თავს შევიკავებთ. ჩვენ ვაძლევთ შსს-ს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს ვადაში დაასრულოს ამ ვერსიაზე მუშაობა და შედეგები საზოგადოებას აცნობოს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა