გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირთან მიმართებაში ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირთან მიმართებაში ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და პროცესის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს განაგრძობენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა მყინვარ ლეხზირის დათვალირება და არსებული ვითარების შეფასება.

სპეციალისტების ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ყინულის მასებისა ჩამოშლის შედეგად ადგილი ჰქონდა წყლის შეგუბებას, რომელიც ამ დროისათვის აღარ ფიქსირდება.

მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.

ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ პროცესის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო