პრემიერი - კანაფთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა, რასაც პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება

პრემიერ-მინისტრი შესაბამის უწყებებს ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული პროგრამების შემუშავებას ავალებს.

შესაბამისი განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბახტაძე კანაფის მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა.

„კანაფის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურს, მიმაჩნია, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, რათა იყოს დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე, ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის პარლამენტის აქტიური ჩართულობით შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავალდებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის ქმედითი პროგრამები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა