შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და მისგან უნივერსიტეტთან მიმართებაში არსებული პრობლემით დაინტერესებას მოითხოვენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას და მისგან უნივერსიტეტთან მიმართებაში ავტორიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაინტერესებას მოითხოვენ.

შესაბამისი მოთხოვნა სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.

სტუდენტების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება დაფარა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაცვლელად ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა, სურთ, მამუკა ბახტაძეს სწორედ ამ ვადაში შეხვდნენ.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოვამზადეთ მიმართვა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე. ჩვენ გვსურს პრემიერთან შეხვედრა, რათა მოვუწოდოთ, რომ პირადად ჩაუდგეს სათავეში აღნიშნულ პროცესებს და საკუთარი შესაძლებლობებით გამოიძიოს აღნიშნული გარემოება. ჩვენ უკვე გავმართეთ ორი მშვიდობიანი აქცია და დასახმარებლად მივმართეთ განათლების მინისტრს, თუმცა ამ ეტაპამდე პროცესები უშედეგოდ მიმდინარეობს და ამიტომ გვსურს, შევხვდეთ მამუკა ბახტაძეს და მასთან ამაზე დაწვრილებით ვისაუბროთ”, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნინო წულაძემ.

სტუდენტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით დღეს დაფარა. შესაბამისი დოკუმენტი ჟურნალისტებს უნვერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ წარუდგინა. ამასთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ავტოზაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების გადასახედად ვადა 27 აგვისტომდე მისცა.

როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს