განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი - შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების რევიზია სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ვერ მოხდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების რევიზიას სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ვერ მოახდენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნესპროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ეხმიანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, აცხადებს შემდეგს:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიესალმება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, კერძოდ, სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ.

იმავდროულად ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შესახებ, შესაბამისმა საბჭომ მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვის პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რევიზია კანონითვე დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა. შესაბამისი დოკუმენტი ჟურნალისტებს უნვერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ წარუდგინა. ამასთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ავტოზაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების გადასახედად ვადა 27 აგვისტომდე მისცა.

როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს