მიხეილ ბატიაშვილი - გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი საშუალება სააპელაციო კომისიაა, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მასალები უნდა წარადგინოს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანების დაფარვა მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. როგორც ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა უკვე უნივერსიტეტმა უნდა დაიცვას პროცედურები, რაც სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვას გულისხმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია უნივერსიტეტის მხრიდან ამ დავალიანების დაფარვა, რომელსაც მივესალმებით. ამის შესახებ უკვე თვითონ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს პროცედურა. ჩვენ ვალდებული ვართ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე დავიცვათ ეს პროცედურები. ავტორიზაციის საბჭო არის დამოუკიდებელი, ექსპერტებისგან შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი კანონიერი საშუალება სააპელაციო კომისიაა, სადაც უნივერსიტეტმა უნდა წარადგინოს თავისი მასალები. სააპელაციო კომისიის შემდეგ უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს ისევ ავტორიზაციის საბჭოს. ეს ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული. ეს არის კანონის გზა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ რაც შეიძლება სწრაფად სტუდენტების ინტერესები. ის, რომ პროცედურა დაირღვეს, ეს გამორიცხულია. უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა უფრო აქტიურად იმუშავოს სააპელაციო კომისიასთან, წარადგინოს ყველანირი მასალები და მტკიცებულებები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით რამდენიმე დღის წინ დაფარა.

როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს