საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და მამუკა ბახტაძესთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს

ჩვენ შეხვედრას ვითხოვთ პრემიერ- მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან, - მის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა არხის მენეჯმენტთან შეხვედრის შენდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლების ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების ცვლილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. მხარეებს შორის დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.

"ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ საოცარ შეხვედრას დაესწარით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერი აუცილებლად გავრცელდება სოციალურ ქსელში და საზოგადოება ნახავს თუ რა ტიპის მენეჯმენტი მართავს დღეს იმ ტელევიზიასა და რადიოს, რომელშიც ადამიანები თავიანთი გადასახადებიდან თანხებს იხდიან. საქმე ძალიან ცუდად არის, რადგან ამ ადამიანების ფაქტობრივად შეპირებული გათავისუფლება მაინც მოხდება. ეს პროცესები აუცილებლად გადაინაცვლებს სასამართლო დარბაზში. ამაში ტელევიზიის პროფკავშირი უსათუოდ გაუწევს დახმარებას ყველა თანამშრომელს სრულიად უსასყიდლოდ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები სასწრაფო წესით იყვნენ აღდგენილი. ზეგ დანიშნული შეხვედრა, რომელიც გენერალურმა დირექტორმა შემოგვთავაზა, ჩათვალეთ ძალაშია. ჩვენ ამ პროცესებს არ ვემიჯნებით, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს კიდევ გასარკვევი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რაზეც გვექნება შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და ზოგადად მენეჯმენტთან. პრესკონფერენცია გვექნება ხვალ, 14:00 საათზე. შეხვედრას ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ მას, როგორც მოქალაქეს, ვთხოვთ, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში, რადგან "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ტრიალებს ნამდვილად ძალიან მძიმე პროცესები", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა აუცილებლად იქნება გენერალური დირექტორის გადადგომა, რადგან მისი განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძე ვერ მართავს პროცესებს

"მე საერთოდ მაინტერესებს, რამდენად იცნობდა იმ ხალხს, ვის ფაქტობრივად გაშვებასაც მოაწერა ხელი. რადგან ესაა გაშვება, ეს არის შეთავაზება - ან წახვალთ ან გაგიშვებთ", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს