ნინო ზაუტაშვილი - უნდა დადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სახეზეა მართვის კრიზისი

მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიძინა ივანიშვილს, რომ აუცილებლად ჩაერთონ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში - საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა მოქალაქის საკუთრებაა,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა მაუწყებელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზაუტაშვილმა ისაუბრა რიგი თანამშრომლისთვის შეთავაზებულ იმ ახალ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით ისინი საათობრივ ანაზღაურებაზე გადავლენ.

ნინო ზაუტაშვილის თქმით, თუ თანამშრომლებს არხიდან გაათავისუფლებენ, საქმე სასამართლოში გადავა. მისივე განცხადებით, უნდა დადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სახეზეა მართვის კრიზისი. ამასთან, ზაუტაშვილი მის თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვს, პროცესში მართვის სპეციალისტების ჩართვას, რათა ყველაფერი სამართლებრივ პროცესში ჩადგეს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც თავიდან ბოლომდე საზოგადოების კუთვნილებაა. მაუწყებელში არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც ოპტიმიზაცია დაარქვა გენერალურმა დირექტორმა. ამ პროცესში გენერალური დირექტორის გარდა მონაწილეობს ზოგადად, მენეჯმენტი და ეს ადამიანები არიან: თინათინ ბერძენიშვილი, გიორგი გვიმრაძე, ელენე მიხაილოვა, პაატა ქურდაძე, გოჩა ქუმსიშვილი. ეს არის იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება. მართალია, ხელს აწერს გენერალური დირექტორი, თუმცა გადაწყვეტილების მიღება დაგვიდასტურა გუშინ ამ ჩამოთვლილმა ადამიანებმა...

ხვალ უნდა შევხვედროდით ვასილ მაღლაფერიძეს, თუმცა სამწუხაროდ, მან 2-დღიანი შვებულება აიღო, დაბადების დღე აქვს. როგორც ვხედავ, ეს შეხვედრა ვერ შედგება. პროფკავშირი მზადყოფნას გამოხატავს, ნებისმიერ დროს შეხვდეს ვასილ მაღლაფერიძეს რამდენჯერაც იქნება საჭირო და გავიაროთ ყველაფერი...

სად არის დასაბუთება, თუ რატომ უშვებენ სამსახურიდან?! ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან არ არსებობს სამუშაო აღწერილობა... ყველანაირ ოპტიმიზაციას წინ უნდა უძღოდეს საყვედური, როდესაც ადამიანი პირობებს არ ასრულებს, ან გამაფრთხლებელი რაიმე დისციპლინური აქტი. ასეთი სახეზე არ არსებობს. დამონტაჟებული „ტურნიკები“, რომელსაც იმიზეზებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური მენეჯმენტი, ხშირ შემთხვევაში არ არის აღმნიშვნელი თანამშრომლის პროდუქტიულობის... ზოგადად ჩვენ გვაქვს საქმე არაპროფესიონალურ მიდგომასთან“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ანაზღაურების ახალ - საათობრივ პირობებს სთავაზობს. ხელშეკრულებებში აღნიშნული ცვლილებების თაობაზე მათ შეტყობინება 30 აგვისტოს მიიღეს. არხის თანამშრომლების ეს ნაწილი ეჭვობს, რომ მენეჯმენტს მათი გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს