იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 52 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი ღვინოა (0,75 ლ)ექსპორტირებული, რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 79% (170700 ბოთლი), პოლონეთი - 31% (2121474), დიდი ბრიტანეთი - 17% (52732), აშშ - 2% (291640), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 65% (30456), გერმანია - 32% (339 370), ნიდერლანდები - 25% (42735), ლიეტუვა - 12% (280 338), ლატვია - 12% (1077696), ესტონეთი - 2% (336302) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი - 81% (140370), უკრაინა - 40% (6070218), ყაზახეთი - 36% (2313378), რუსეთი - 17% (33270854), ბელარუსი 12% (1012062) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33270854), უკრაინა (6070218), ჩინეთი (4113328), ყაზახეთი (2313378) და პოლონეთი (2121474).

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 9% შეადგინა.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 80%. სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო