გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში გაემგზავრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიო ბანკის კონფერენციაში „ურბანიზაციისა და სიღარიბის დაძლევის კვლევის მე - 5 კონფერენცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვაშინგტონში 7 სექტემბერს ჩატარდება.

კონფერენციის ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და საერთაშორისო განვითარების წამყვანი ორგანიზაციები არიან.

კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის ექსპერტები და ეკონომისტები, აკადემიური და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ქალაქში მიწის და სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტიანობის, ურბანულ განვითარებისას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საკითხებს განიხილავენ.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი აბაშიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს