ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს და საქმის არსებით განხილვას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განუცხადა, საკუთარი პოზიცია გორნაკაშვილმა სასამართლოზე დააფიქსირა.

როგორც ცნობილია, ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ორ პირთან - ზურაბ გორნაკაშვილთან და ბადურ ჩოფანაშვილთან სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდა. ორივე ბრალდებულს სამწლიანი რეალური სასჯელი და ასევე პირობითი მსჯავრიც უნდა შეფარდებოდათ, თუმცა ამ ეტაპზე გორნაკაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ბადურ ჩოფანაშვილი კვლავ მზადაა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი დალი ბარბაქაძე აცხადებს, გორნაკაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმება, საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ვერ გაფორმდება. ბარბაქაძის ინფორმაციით, სასამართლოს მხრიდან საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩოფანაშვილთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობებით გაფორმდება, რა პირობებიც მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი სუს-მა 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მათ გამოძიება ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირს და მათ მხარდაჭერას ედავება.

ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოუტანა. კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთისთვის რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს