პროკურატურის ინფორმაციით, უწყებას მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის თაობაზე, ოფიციალურად არ მიუღია

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებას ოფიციალურად არ მიუღია მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნა მთავარ პროკურორთან შეხვედრის თაობაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებაში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ოფიციალური მოთხოვნა არ არის შესული. ამასთან, პროკურატურაში დამატებით არ აკეთებენ კომენტარს, ოფიციალური მიმართვის შემდეგ შეხვდება თუ არა მთავარი პროკურორი მაჩალიკაშვილების ოჯახს.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ახალ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ოფიციალურ მოთხოვნას თადუმაძესთან შეხვედრის თაობაზე პროკურატურაში უახლოეს პერიოდში შეიტანენ.

ამასთან, კუბლაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოები მალხაზ მაჩალიკაშვილის შანტაჟით არიან დაკავებულები და ცდილობენ მაჩალიკაშვილების გაჩუმებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო