არგენტინაში საქართველოს ელჩმა საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა

ქალაქ ბუენოს-აირესში, სალვადორის უნივერსიტეტში USAL-ში გამართულ სამუშაო საუზმეზე, არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა - PAIS PERFIL GEORGIA.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლექციის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა საქართველოს ისტორიის, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

ელჩმა ასევე, მიმოიხილა საქართველო-არგენტინის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. ირაკლი ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

ღონისძიებას სალვადორის უნივერსიტეტის სტუდენტები, სამეცნიერო წრეებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სალვადორის უნივერსიტეტის რექტორთან, კარლოს სალვადორეს დე არსუაგასთან.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს