დავით გაბაიძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-7 სამიტს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-7 სამიტს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სამიტი ევროპის რეგიონთა ასამბლეის ორგანიზებითა და გერმანიის მარშალის ფონდის პარტნიორობით გაიმართა და მას მოდერატორობას ფონდის უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უწევდა.

სამიტი ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დამირ ზობენიცამ გახსნა.

სამიტზე მოხსენება გააკეთეს საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრებმა ქვენთინ დევისმა, ლორდ რისბიმ და სხვებმა.

სამიტს 15-ზე მეტი ქვეყნის რეგიონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დავით გაბაიძემ შეხვედრები გამართა ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან და ვიცე-პრეზიდენტ დამირ ზობენიცასთან.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა