07.07.2025 / 08:38
აშშ-ში „მაკდონალდსის“ რესტორანში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ალაბამას შტატში, ქალაქ ობერნში McDonald’s-ის რესტორანში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 1 და დაჭრილია ოთხი ადამიანი. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი Fox News იუწყება.

სროლის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ადგილობრივი დროით 02:30 საათზე შევიდა და ადგილზე აღმოაჩინა 20 წლამდე მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ოთხი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთი მათგანის, 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „წინასწარი ინფორმაციით, სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა“, - განაცხადეს პოლიციაში.

ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს