თბილისის მასშტაბით 20 ათასამდე გამხმარი ფიჭვის ხის მოჭრა იგეგმება

თბილისის მასშტაბით 20 ათასამდე გამხმარი ფიჭვის ხეა მოსაჭრელად მონიშნული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 20 ათასამდე ხის მოჭრისა და ახლით ჩანაცვლების სამუშაოები.

მისივე თქმით, მოსაჭრელად მონიშნული ხეების ნაწილი კერძო პირების ტერიტორიაზეა და აღნიშნულის გამო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ხე–მცენარეების ჩანაცვლების პროცესში გარკვეული მონაწილეობა მათაც მიიღონ.

„ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს და მომავალი წლის ბიუჯეტის შემუშვების პროცესში გავითვალისწინებთ როგორც მოჭრის, ასევე ჩანაცვლების სამუშაოებს. არ გვინდა, მოვჭრათ და გარკვეული ტერიტორიები ღია სივრცედ დარჩეს. გვინდა, რომ მოჭრის შემდეგ მოხდეს ახლო პერიოდშივე მათი ჩანაცვლება“, – განაცხადა საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, თბილისში ტყის მასივების ინვენტარიზაცია დაიწყეს და ეს პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ასევე უნდა ჩატარდეს სრული ინვენტარიზაცია ურბანულ სივრცეში არსებული გამწვანების, რომელიც ბოლოს თბილისში 1986 წელს ჩატარდა. გვაქვს უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკება, მონაწილეობა მიიღონ ამ ინვენტარიზაციის პროცესში. ეს ინვენტარიზაციაც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა