მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ქვეყნებში გაიზარდა: ეგვიპტე 55% , ტოგო 46% , ვიეტნამი 29% , საქართველო 27.9% .

„ზრდის მიმართულებით საქართველომ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ. ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთ ტურისტულად სწრაფად მზარდ ქვეყნებთან ერთად აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ეგვიპტე, ტოგო და ვიეტნამი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ტურისტული ზრდის მიხედვით მსოფლიში მოწინავე პოზიციებს იკავებს. გასულ წელს საქართველომ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, „ტურისტების ზრდის კუთხით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, რაც საერთაშორისო ანგარიშებში აისახა”.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, როგორც იცით 2016 წელს, ტურისტულად სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ის წარმატება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის ზრდაში მიაღწია, არამარტო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია საქართველოს მასშტაბით, არამედ ამ მიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, რაც საერთაშორისო ანგარიშებში აისახა“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა