მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯის საკითხი განიხილა და დ.ღ. პატიმრობაში დატოვა. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვებიც თქვეს. საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო პროცესიდან სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

„დღეს დაიწყო საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართა წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა და ასევე, ამავე სხდომაზე სასამართლოს მხრიდან გადაისინჯა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრებები, არგუმენტები და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, შემდეგი სხდომიდან გაგრძელდება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა", - განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

სახელმწიფო ბრალდება დ.ღ.-ს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს