გიორგი მარგველაშვილი ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ლიეტუვას ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების განვითარების საკითხები, რომლებიც დინამიკურად ვითარდება.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების დაცვისა და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ერთობლივად. ამასთან, დეტალური საუბარი შედგა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს დაცულობასა და უსაფრთხოებაზე.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს