დავით ჭიჭინაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა მძიმე ნარკოტიკებზეც გავრცელდეს და მძიმე ნარკოტიკების წარმოება უნდა დავიწყოთ?

მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ყოველგვარი დეკრიმინალიზაციის, ლეგალიზაციის და სხვადასხვა მეთოდებით მარიხუანას "გაპრავების", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯები ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მძიმე ნარკოტიკებზეც გავრცელდეს და რა ვქნათ, მძიმე ნარკოტიკების წარმოება დავიწყოთ? არანაირი გამართლება ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. მარიხუანა არ არის ჩვენი კულტურა და არ მგონია, რომ ევროპასთან დაახლოება მარიხუანათი უნდა დავიწყოთ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს