გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა მათი ფრაქციის ინიციატივა, თბილისის რომელიმე ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დამტკიცებამდე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა მათი ფრაქციის მიერ დაყენებული ინიციატივა, თბილისის რომელიმე ქუჩას ეწოდოს ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელი.

გოკა გაბაშვილმა მოუწოდა დეპუტატებს, დროულად დასხდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

„არა მგონია ამის საწინააღმდეგო რომელიმე ფრაქციას ჰქონდეს საკრებულოში. უბრალოდ მინდა, რომ ეს პრაქტიკულად მალე განვახორციელოთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმე იქნება. ჯონ მაკკეინი მთლიანად საქართველოს მეგობარი იყო, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, პარტიის, არამედ მთლიანად მთელი ჩვენი ქვეყნის მეგობარი მძიმე წუთებში“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მაკკეინს ეკუთვნის ფრაზა „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კარგი იქნება თუ საქართველო და თბილისი რომელიმე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებით სამადლობელ ჟესტს გააკეთებს.

სხდომაზე გოკა გაბაშვილს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვატო შაქარაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გოკა გაბაშვილმა მათ ჯონ მაკკეინის პატარა ბიოგრაფიული გაკვეთილი შესთავაზა.

შაქარაშვილის თქმით, გამოითქვა სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომ განხილვას წინ არაფერი უდგას და მხოლოდ ქუჩების სახელდებით ადამიანების პატივისცემა არ გამოიხატება.

„არც ეს არის საბავშვო ბაღი და არც თქვენ ბრძანდებით ბეიბისითერი აქ. ვიცით ჯონ მაკკეინის ბიოგრაფია ძალიან კარგად“, - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა