ზაზა სარალიძე - აქ ვიქნებით მანამ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე იმყოფებიან მათი მხარადამჭერები. სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებსა და ზოგადად მოსახლეობას მიმართეს, მივიდნენ აქციაზე და მხარი დაუჭირონ მათ პროტესტს. მაჩალიკაშვილისა და სარალიძის თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი შვილების საქმეში სიმართლე არ დადგინდება.

"სამწუხაროა, რომ იმ პირებს ვერ ვხედავ აქციაზე, რომლებიც იარლიყებს გვაწებებდნენ და შავ პიარს გვიგორებდნენ. ნუთუ საქართველოს ბედი არავის აინტრესებს?! ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია - აქ ვიქნებით მანამ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება. დღეს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა გააკეთა განცხადებები, თითქოს ზაზა სარალიძის მოთხოვნა გადაჭარბებულია. რა არის გადაჭარბებული, ჩემი შვილის მკვლელის დასჯას რომ ვითხოვ?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს