ზაზა სარალიძე აქციას დღეს, სავარაუდოდ, აღარ შეუერთდება

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ზაზა სარალიძე დღეს, სავარაუდოდ, აღარ შეუერთდება. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკიდან ექიმები სარალიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ წერენ. მათივე ინფორმაციით, ზაზა სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პრევენციის მიზნით, საავადმყოფოში რჩება.

აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება მალხაზ მაჩალიკაშვილი. ადგილზე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილიც.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, მანამდე კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს