დავით ჭიჭინაძე - ამ ბოლო დროს „ქართულ ოცნებას“ თვალთმაქცობა ახასიათებს

ამ ბოლო დროს „ქართულ ოცნებას“ თვალთმაქცობა ახასიათებს და არ ლაპარაკობს სიმართლეს. თუნდაც საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუნდაც მარიხუანას წარმოების შესახებ, ამ წარმოებასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე. მე ვფიქრობ ეს ჩვენი ამომრჩევლის გაღიზიანებას იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერისტეტში განუცხადა, სადაც მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მარიხუანას წარმოებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივის გამო, მან გუშინ უმრავლესობა დატოვა და ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა.

„ეს ისეთი ინიციატივაა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი მხარს არ დაუჭერს, ყველაფერს ეწინააღმდეგება: ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას. ძალიან ძნელია ქმედებები მხოლოდ ეკონომიკური სარგებელით გავამართლოთ. ძალიან ბევრი რამე არსებობს ისეთი, რომელიც ადამიანურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეკონომიკურად სარგებლიანი იყოს, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. მე ვფიქრობ მარიხუანაც ამ კატეგორიაში გადის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტარმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე არ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ის იყო „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს