ლევან დავითაშვილი - ხორბლის ფასის მატება უმნიშვნელოა და ჩვენ შორს ვართ იმ პიკური ფასებისგან, რაც 4-5 წლის წინ გვქონდა

ხორბლის ფასის მატება არის უმნიშვნელო და ჩვენ შორს ვართ იმ პიკური ფასებისგან, რაც 4-5 წლის წინ გვქონდა ხორბალზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შიში, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება ფქვილის ან ცხოველთა საკვების წარმოებაში, უსაფუძვლოა.

„ხორბლის ფასები ბირჟებზე იცვლება. თუ საუბარია ხორბლის გაძვირებაზე, ეს არ არის გამომდინარე იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ჯერ ძალაშიც არ არის შესული. შესაბამისად, ეს არის სუფთა მოთხოვნა-მიწოდებით შექმნილი ფასი, რომელიც ფიქსირდება სხვადასხვა სასაქონლო ბირჟაზე, მათ შორის ჩიკაგოს ბირჟაზე, ევროპულ ბირჟებზე და ა.შ. ხორბლის გაძვირების ტენდენცია შეიმჩნევა 2018 წელს, რადგან ქვეყნებში მოსალოდნელი მოსავალი რეალურად ნაკლები მოვიდა. თუმცა, ხორბლის ფასის მატება არის უმნიშვნელო და ჩვენ შორს ვართ იმ პიკური ფასებისგან, რაც 4-5 წლის წინ გვქონდა ხორბალზე. ის შიში, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი კონიუნქტურა გვექნება ფქვილის ან ცხოველთა საკვების წარმოებაში, ეს მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება რეგულაციების გადავადებას, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს