ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიებას და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მართლმსაჯულების აღსრულებას მოითხოვს

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში- აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

„ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორიც არის საქართველოს რეგიონის „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში გაერთიანება. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და 2008 წლის 8 სექტემბრის ზომები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებზე წვდომით უზრუნველყოს. ევროკავშირი აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით. ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით და სხვა უამრავი დარღვევებით, მათ შორის იმ უფლებების დარღვევით, რომელიც უკავშირდება გადაადგილების, ცხოვრების და საკუთრების ქონის თავისუფლებას, ასევე მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას. ამ 10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება შეთავაზებების პაკეტს “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც სარგებელს მოუტანს ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხში ჩაერთონ. ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ცენტრალური საკითხია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს