პარლამენტს “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა

პარლამენტი განიხილავს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების ცვლილებას.

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტს დეპუტატმა ივლიანე წულაიამ წარუდგინა.

პროექტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით აღარ გაიცემა თავიდანვე, მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე. თუმცა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი 5 წლის განმავლობაში, უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით თანხის ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გაიზრდება, აგრეთვე, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, მანამდე არსებული 35 000-ის ნაცვლად.

კანონპროექტის მიხედვით, სიახლეა ისიც, რომ განხორციელდება ზემოაღნიშნული ბინადრობის ნებართვების საფუძვლების არსებობის მონიტორინგი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება