ბექა დავითულიანი - ტაქსების რეგისტრაციისთვის სტანდარტების დაწესება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია

ტაქსების რეგისტრაციისთვის სტანდარტების დაწესება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ტაქსების რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ჰაერის დაბინძურება და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ყველა კვლევის მიხედვით, თბილისის პირველი რანგის გამოწვევებს შორისაა.

„რა თქმა უნდა, ბევრი კვლევა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ საცობებში დგომა და დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა გვიწევს. ტაქსები სატრანსპორტო სისტემის ნაწილია და ახალი ავტობუსების შემოყვანის, მეტროს რეაბილიტაციის, პარკირების სისტემის მოწესრიგების პარალელურად, ტაქსების რეგისტრაცია-ლიცენზირებისთვის მინიმალური სტანდარტების დაწესება და კრიტერიუმების თანამედროვე მოთხოვნებთან ეტაპობრივი დაახლოება, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია”, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

ბექა დავითულიანის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მოთხოვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაცია, ისიც ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე. დღეის მონაცემებით, თბილისში უკვე დარეგისტრირებულია 6200 ტაქსი.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ. ისინი მიიღებენ უფასო საპარკინგე ადგილს, გამოეყოფათ ტაქსის მანათობლები და შეეძლებათ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა, რისი საშუალებითაც დამატებით შემოსავლებს მიიღებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვეღარ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. რაც შეეხება 2019 წლის ოქტომბრიდან ერთიანი ვიზუალური სტანდარტის დაწესებას, ესეც მიღებული პრაქტიკაა და ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული. დარწმუნებული ვარ, ყველას გვსურს თბილისში ცხოვრება და გადაადგილება კომფორტული იყოს, რაც შეუძლებელია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების გარეშე”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია