მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ რეფერენდუმი არასაკმარისი აქტივობის გამო ვერ შედგა.
მაკედონიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების 85,71% დათვლის შედეგად აქტივობამ 36,11% შეადგინა. მაკედონიის „ჩრდილოეთ მაკედონიად“ გადარქმევას მხარი რეფერენდუმზე მისულთა 91,25%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5,82% წავიდა. თუმცა, მაკედონიის კანონმდებლობით, რეფერენდუმის შედეგებს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ აქტივობა 50%-ზე მაღალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე გატანილი კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა - „ეთანხმებით თუ არა ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლას მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების მიღების საფუძველზე?“. მიმდინარე წლის 12 ივნისს მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ სახელწოდებაზე „ჩრდილოეთ მაკედონია“. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის თქმით, ახალი სახელწოდება ნათლად წარმოაჩენს განსხვავებას საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასა და მაკედონიის რესპუბლიკას შორის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"