გიორგი ბეგაძე - რეფორმების განხორციელებაში დედაქალაქის მერი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას იმსახურებს

„რეფორმების განხორციელებაში დედაქალაქის მერი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას იმსახურებს,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბეგაძე ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის ინიციატივებს მიესალმება.

„ჩვენს დედაქალაქს ერთი მხრივ, აუცილებლად სჭირდება ყველა სფეროში მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება, მეორე მხრივ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დაეხმარება შესაბამის სფეროში მეწარმეებს და დასაქმებულებს თავიანთი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში. ასეთ გზებს ეძებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე. ამ რეფორმების განხორციელებაში დედაქალაქის მერი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას იმსახურებს. ამჯერად მხედველობაში მაქვს ტაქსების რეფორმის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგებას ეხება. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები.

აღსანიშნავია, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად აქტიურ ზონებში ტაქსებისთვის უკვე შერჩეულია ლოკაციები, რომლითაც მხოლოდ ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ და რაც მთავარია უფასოდ. ასეთი მიდგომებით მნიშვნელოვნად ხელი შეეწყობა ტაქსის ბაზრის განვითარებას და მომხმარებელიც მიიღებს გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურებას. გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი დედაქალაქისთვის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული,” - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს