სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ გამოიკითხება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
„ლევან ყიფიანი დღეს იყო დაბარებული თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოითხოვა სასამართლოში გამოკითხვა. სავარაუდოდ, ის სასამართლოში ხვალ გამოიკითხება“, -აღნიშნეს პროკურატურაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"