თამაზ მეჭიაური - თუ ვიმსჯელებთ რეიტინგიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის შანსები არც თუ ისე მაღალია, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება გარკვეულად დადებით გავლენას მოახდენს ამომრჩეველთა განწყობაზე

ჩემთვის დახმარება ამ არჩევნებში არავის უთხოვია, რამდენადაც მე ვიცი, ეს საკითხი ზაქარია ქუცნაშვილს ჩააბარეს, - ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს მისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერაში დახმარება არ უთხოვია. თუმცა, მეჭიაური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ დადებით გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე.

„მე ვეცდები უფრო ნეიტრალური ვიყო ამ შემთხვევაში, რადგან არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, თანაც ჩემთვის ამ არჩევნებში დახმარება არავის უთხოვია. მხედველობაში მაქვს სახელისუფლებო ვერტიკალი. მთლიანად ეს საკითხი, რამდენადაც მე ვიცი, ზაქარია ქუცნაშვილს და მის გუნდს ჩააბარეს. თუ ვიმსჯელებთ მათი რეიტინგიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის შანსები არც თუ ისე მაღალია, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება გარკვეულად დადებით გავლენას მოახდენს ამომრჩეველთა განწყობაზე“, - განაცხადა მეჭიაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა