ეკა ლალიაშვილი - ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის

ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, ტაქსების რეფორმირების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ლალიაშვილის შეფასებით, რეფორმა, რომელიც მერიამ განახორციელა ტაქსებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, თუმცა ის დედაქალაქის მერიისგან შემდეგი გეგმების მოსმენის სურვილს გამოთქვამს და აცხადებს, რომ რეფორმის მესამე ეტაპზე მაინც უნდა მოხდეს მძღოლებისთვის გარკვეული მოთხოვნების წაყენება.

„ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს ტაქსების მომსახურების სფეროში. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება უსაფრთხოებას და მისი განხორციელების მთავარი მიზანიც ეს არის. ამიტომ, ვემიჯნები იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც პრაქტიკულად არასწორად არის გამოყენებული, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დამატებით მიმართულებებზე რაც სჭირდება ამ რეფორმას. როცა ვსაუბრობთ ტაქსების უსაფრთხოების საკითხზე, უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული იყოს შემდეგ ეტაპებად მძღოლების მზაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელონ ეს მომსახურება. ცნობილია, რომ ავტოავარიები როცა ხდება 90% არის განპირობებული ადამიანური ფაქტორის და შეცდომის გამო. დღეს, ჩვენ ვიცით როგორი კატეგორიის მძღოლები გვყავს ამ მომსახურების სფეროში, ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ იქნას გაჟღერებული, თუნდაც რეფორმის მესამე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნების წაყენება მძღოლებისთვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და არ უნდა იყოს საშიში საზოგადოებისთვის. მან უნდა იცოდეს ელემენტარული ქცევის წესები მომხმარებლის მიმართ. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს. გვინდა, შემდეგი გეგმები მოვისმინოთ მერიისგან. ეს რეფორმა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს. ასევე, კარგია, რომ მერია მიდის იმ დათმობებზე, რაც ესმის მძღოლებისგან, მაგალითად, აპირებს ავტომობილების გადაღებვის ვაუჩერები მისცეს მათ",- განაცხადა ლალიაშვილმა.

ტაქსების რეფორმირების პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი ლიცენზირება. ასევე, 2019 წლიდან თბილისში ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას