ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ „მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმების მიერ დაგეგმილ კონსილიუმს ოჯახის მიერ შერჩეული ექიმებიც დაესწრონ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ "მედიქლაბ ჯორჯიაში" რჩება. როგორც ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა კლინიკასთან ჟურნალისტებს განუცხადა, მან დღეს კლინიკაში ნახა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო მერაბიშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩება. ადვოკატის განცხადებით, დღეს კლინიკაში გაიმართება კონსილიუმი,თუმცა ოჯახი და ადვოკატები ითხოვენ, რომ "მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმების მიერ დაგეგმილ კონსილიუმს დაესწრონ ოჯახის მიერ შერჩეული სხვა ექიმებიც.

როგორც ადვოკატი ამბობს, ამის მიზეზი უნდობლობაა, ვინაიდან მერაბიშვილს ამ დრომდე რეალურად მკურნალობა არ უტარდება.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს კლინიკიდან ციხეში სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ, სწორედ კონსილიუმის ჩატარების შემდეგ.

"დღეს ვნახეთ ვანო მერაბიშვილი. ისევ იგივე მდგომარეობაშია, ანუ ის რაც აქამდე შესამჩნევი იყო ვიზუალურად, ჩვეულებრივ, კვლავ ისე რჩება. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საღამოს აპირებენ, რომ არსებული კვლევების საფუძველზე ჩატარდეს ექიმების კონსილიუმი. ჩვენი მოთხოვნაა, აღნიშნულ კონსილიუმს დაესწრონ ოჯახის მიერ მოძიებული ექიმები. ახლა წერილობით მივმართავთ სასჯელაღსრულებას. უკვე მივმართეთ "მედიქლაბის ჯორჯიას"აღნიშნული განცხადებით, რომ დაგვასწრონ სამედიცინო დასკვნების განხილვას, რომელსაც რამდენიმე ექიმი გააკეთებს, შესაძლოა, იყოს 3 ან 4, ამ ექიმებს დაემატოს ოჯახის მიერ მოძიებული ექიმთა ჯგუფი,რომელზეც ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს. წესით, მათთვისაც მისაღები უნდა იყოს თუ ეს კონსილიუმი იქნება უფრო მოცულობითი. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ გვაქვს უნდობლობა. მეხუთედ მოხდა მერაბიშვილის გაყვანა, ჩვენ უკვე ეჭვი გვაქვს, რომ ეს უკვე მოჩვენებით გაყვანებს დაემსგავსა. თითქოს საზოგადოებაში ქმნიან იმის ილუზიას, რომ მას მკურნალობენ. რეალურად, მას არ მკურნალობენ და დღემდე მერაბიშვილი მკურნალობის ქვეშ არ იმყოფება. ჩვენ მხოლოდ ჰორნერის სინდრომი ვიცით და ამ კლინიკაში გადმოყვანის მიზანიც, როგორც აღმოჩნდა იყო, მხოლოდ და მხოლოდ, 8 ნივთიერებაზე ხომ არ არის მოწამლული?! ეს 8 ნივთიერება - ტყვია, თუთია, მაგნიუმი ანუ ის მძიმე მეტალებია, რაც შეიძლება ნებისმერ ჩვენგანს ჰქონდეს დაბინძურებული გარემოს გამო, მაგრამ ადამიანი შესაძლოა მოწამლული იყოს და ეს შესაძლოა, იყოს 800-ზე მეტი მოწამვლელი ნივთიერება. ამიტომ ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, იმას, რომ მათ სურთ, მიიღონ რაღაც ისეთი დოკუმენტალური გაფორმება, "გაპრავება", რაც მათთვის მისაღები იქნება",- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო