შალვა ხაჭაპურიძე - ლევან ყიფიანი გეგმავს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას,  რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში

ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

ხაჭაპურიძე უკვე საქალაქო სასამართლოშია, სადაც ცოტა ხანში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის დაკითხვა უნდა დაიწყოს.

„საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენება მივცეთ სასამართლოში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ.

ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, სანამ ბატონი ოქუაშვილი ინტერვიუს მისცემდა, მას მიაჩნია, რომ მონტაჟი იყო. იმედი გვაქვს, ექსპერტიზა ამას დაადგენს.

3 წლის განმავლობაში ის ოფიციალურად მუშაობდა, ხელშეკრულება დადებული აქვს, სადაც მითითებული აქვს, რომ მას ვალდებულება ჰქონდა მოლაპარაკებები ეწარმოებინა, როგორც კერძო, ფიზიკურ, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ამ ჩანაწერებში მისი ხმა ისმის, თუმცა, მონტაჟით გარკვეული კონტექსტები შეცვლილია. ეს ჩანაწერები სხვადასხვა პერიოდშია გაკეთებული. მაგალითად, „სკაიპით“ ჩანაწერი, რომელიც ბოლოს მოვისმინეთ, 2 წლის წინ არის გაკეთებული.

ფარცხალაძესთან მას, ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, დანარჩენს ის თავად იტყვის.

სარდაფის ეპიზოდზე და ამ დეტალებზე, თავად გააკეთებს განცხადებას სასამართლო პროცესის შემდეგ“, - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა