მიხეილ სააკაშვილი - ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად

ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი უბრალოდ დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

„ასე იცის ჯაყომა... თუ ასეთი რამეები შევარჩინეთ, მართლა ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ. მაგრამ არ შერჩება!“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილს აუდიომასალის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. როგორც ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქუაშვილმა მას შესთავაზა, რომ გაეკეთებინათ აუდიო ჩანაწერები, ვითომდა მიმდინარეობდა მათზე ზეწოლა, რათა აღნიშნული ჩანაწერები ოქუაშვილს გამოეყენებინა საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად.

ყიფიანის თქმით, აღნიშნული შეთავაზება ოქუაშვილსგან მიიღო იმ პერიოდში, როდესაც თავად „ომეგა ჯგუფში“ მუშაობდა. მისი განმარტებით, ოქუაშვილმა აღნიშნული შეთავაზება მისი ყოფილი მინისტრობიდან გამომდინარე და ოჯახიდან გამომდინარე გააკეთა. ყიფიანის განცხადებით, ოქუაშვილმა განუცხადა, რომ მისი პიროვნება უცხოელი პარტნიორებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა