რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველო და აშშ განმარტავენ, თუ რატომ ინახება „ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შეიარაღებული ძალების რადიაცული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იგორ კირილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უწყების სპეციალისტებმა შეისწავლეს ის მასალები, რომლებიც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აშშ-ს საქმიანობის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გამოაქვეყნა და „რიგ პატენტებში ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურების მიწოდებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა არის მითითებული“.
„ჩნდება კანონზომიერი კითხვა - რატომ ინახება ასეთი დოკუმენტები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში? იმედი გვაქვს, რომ ქართული და ამერიკული მხარეები ამაზე მკაფიო პასუხს გაგვცემენ“, - განაცხადა კირილოვმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"