„ქიმიური ნივთიერებების მდგრადი  მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ორგანიზებით, „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის ევროპულ მოდელთან შესაბამისობაში მოყვანის, კანონმდებლობის შემუშავების და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი მომსახურებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანიების DEKONTA-სა და MEDISTYL-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს „ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის პოტენციალის შექმნა - CLP და REACH რეგულაციების დანერგვა“ პროექტი გააცნეს.

შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა