სტამბოლში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 7 ქართული კომპანია მონაწილეობს

ქალაქ სტამბოლში გამართულ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე - „Kids Turkey 2018” 7 ქართული კომპანია მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე - „Kids Turkey 2018”

7 ქართული კომპანია: შპს „თამაშობანა“, შპს „კოდალა“, შპს „ჩიკატაი“, შპს „საგო“, შპს “Antsi”, შპს „შენი მწვანე სათამაშო“ და შპს „მწვერვალი“ მონაწილეობენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქართული კომპანიების მხრიდან წარმოდგენილი იქნება, როგორც ხის ხელნაკეთი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, ასევე, შემეცნებითი თამაშები ბავშვებისთვის და ოთახის დეკორაციები.

„მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც მსოფლიოს 44 ქვეყნიდან 132-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-ს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, სათამაშოების გამოფენაზე - „Kids Turkey 2018” მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა