„ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს 20-მდე საპრეზიდენტო კანდიდატი აწერს ხელს

პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელს 20-მდე კანდიდატი აწერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, „ეთიკის პრინციპებზე“ ყველა კანდიდატი თანხმდება და შესაბამისად, მას აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტს ყველა კანდიდატი ხელს ერთი კვირის ვადაში მოაწერს.

„პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი თუ წარმომადგენელი ჩართული იყო ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. ამ ეტაპზე პროცესი ღიაა, მიმდინარეობს და გრძელდება ხელმოწერების პროცესი. უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და კიდევ ველოდებით დარჩენილი კანდიდატების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას, ვინაიდან, ჩვენ წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმების შედეგთან დაკავშირებით გვაქვს. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, სარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ეთიკის პრინციპები“, რომელიც გახლავთ: საზოგადოების ინტერესების დაცვა, ძალადობაზე უარის თქმა, მუქარის, შანტაჟის და სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ეს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის პატივისცემაა, როდესაც კანდიდატები ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

რაც შეეხება კანდიდატების მიერ „ეთიკის პრინციპების“ დაცვას, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, "საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს რამდენად იცავს ესა თუ ის კანდიდატი „ეთიკის პრინციპებს".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა