სექს-მუშაკებთან დაკავშირებით საიას კვლევას შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი პასუხობს

სექს-მუშაკებთან დაკავშირებით საიას კვლევას შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განმარტა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა 2016 წლის შედეგებს ასახავს. ლონდა თოლორაიას თქმით, კვლევაში მოყვანილი მაგალითების დეტალური განხილვა უკვე მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

„აღნიშნული კვლევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარებულია 2016 წელს და იგი ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების განხილვის მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

ასევე, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას, თუ დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელთა შესახებ მითითებულია საიას 2016 წლის კვლევაში. ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სექს-მუშაკებმა დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს