სალომე ზურაბიშვილი მარნეულის, ბოლნისსა და დმანისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილის საარჩვნო შტაბიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულის, ბოლნისსა და დმანისის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წამოჭრილი საკითხები შეაჯამა.

„დღევანდელი შეხვედრები ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მთავარია, ერთობისა და თანასწორობის შენარჩუნება, ეს ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების მქონე ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მარიამ ჯაში, კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა