მაია ცქიტიშვილი - პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ მთავრობის სხდომა მოიწვიოს

„პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ მთავრობის სხდომა მოიწვიოს. პრეზიდენტმა შეიძლება გამოთქვას სურვილი და იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და პოლიტიკოსის სურვილი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის საგანგებო სხდომის გამართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, მთავრობის სხდომების ჩატარება განსაზღვრულია მთავრობის რეგლამენტით და პრეზიდენტს კანონით არ აქვს მინიჭებული ეს უფლება.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ წარსულშიც არაერთხელ გვქონია საუბარი. მთავრობის სხდომების ჩატარება განსაზღვრულია მთავრობის რეგლამენტით, პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ მოიწვიოს მთავრობის სხდომა. პრეზიდენტმა შეიძლება გამოთქვას სურვილი და იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და პოლიტიკოსის სურვილი. როგორც პრეზიდენტს მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ მიმართოს პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევის მიზნით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციას, მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად, უფლება აქვს დაესწროს მთავრობის სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი აქვს კონკრეტული საკითხი, რომლის განხილვაც არის მთავრობის კომპეტენცია. „შესაბამისად, პრეზიდენტის ეს განცხადება კვლავ ცოტა აცდენილია იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მთავრობის სხდომას აქვს რეგლამენტით გათვალისწინებული“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა