გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილებას ავეჯი და საოფისე ტექნიკა გადაეცა

აკადემიკოს გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიმართვის საფუძველზე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის მხარდაჭერით, ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილებას საჭირო ავეჯი და საოფისე ტექნიკა გადაეცა.

პროექტის გახსნას დაესწრებიან საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგან, იუნუს ემრეს ინსტიტუტის თბილისის ოფისისა და თბილისის მაარიფის სკოლების წარმომადგენლები, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღ და სხვა მოწვეული სტუმრები.

თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 56 ქვეყანაში საქმიანობს 58 საკოორდინაციო ოფისით.

TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 24 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-მდე დიდი და მცირე პროექტის აქვს წარმატებით განხორციელებული.

TİKA საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ორ ქვეყანას შორის განათლების, ჯანდაცვის, გარემოზე ზრუნვის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა